val.ge

საშემფასებლო მომსახურება მთელ საქართველოში

უძრავი, მოძრავი ქონებისა და ბიზნესის შეფასება საქართველოში

ვაფასებთ ბინებს, სახლებს, მიწის ნაკვეთს, კომერციულ ქონებას, სასტუმროებს, ავტომობილებს, მანქანა-დანადგარებსა და ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ლიცენზირებული შემფასებლები

დასკვნას აწერს ხელს სერტიფიცირებული შემფასებელი, აკრედიტებულია ISO/IEC 17024 სტანდარტით

10 წლიანი გამოცდილება

უძრავი, მოძრავი ქონებისა და ბიზნესის შეფასების კუთხით

1–3 დღე

სტანდარტული; ზუსტი ვადა შეთანხმებით

მთელი საქართველო

მომსახურების არეალი

რა არის თქვენი მიზნობრიობა?

მოვერგებით თქვენს მიზნობრიობას

მიზნობრიობა განსაზღვრავს შეფასების მიდგომას, შეფასების დასკვნის ფორმატს, რა ინფორმაციაა საჭირო, შეფასების მომზადების ვადასა და ფასს.

01

ბინადრობის ნებართვა

ქონების შეფასება, როდესაც შეფასების დასკვნა ბინადრობის ნებართვის განაცხადისთვის არის საჭირო. როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისათვის.

02

იპოთეკა და უზრუნველყოფა

საბაზრო ღირებულების შეფასება დაკრედიტების, რეფინანსირებისა და სესხის რესტრუქტურიზაციისთვის — ან უკვე მიღებული შეფასების გადამოწმებისთვის.

03

ყიდვა და გაყიდვა

თქვენი აქტივის საბაზრო ღირებულების დადგენა ან გადამოწმება მისი რეალიზაციის ან შეძენის მიზნით

04

სასამართლო, საგადასახადო, დაზღვევა

დავები, ქონების გაყოფა, სანოტარო საკითხები, მემკვიდრეობა, დაბეგვრა და სადაზღვევო მოთხოვნები — მოვერგებით ნებისმიერ მიზნობრიობას.

05

კორპორაციული საკითხები

შეფასება არაფულადი შენატანის, ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის ან ნებისმიერი ბიზნეს გადაწყვეტილებისათვის.

06

ფინანსური ანგარიშგება (IFRS / ბასს)

შეფასების მხარდაჭერა შეთანხმებული ფინანსური ანგარიშგების საჭიროებისთვის, მათ შორის ძირითადი საშუალებების, გაუფასურებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და აქტივების პორტფელისთვის.

შეფასების სერვისები

რას ვაფასებთ

აირჩიეთ თქვენთვის შესაბამისი ქონება ან მიზანი. სამუშაოს დაწყებამდე ვათანხმებთ შეფასების ფარგლებს, საჭირო ინფორმაციას, ვადასა და საბოლოო ფასს.

პროცესი

ეტაპი 1

მოთხოვნა და მიზნობრიობა

ვაზუსტებთ, რისი შეფასება გსურთ და რა მიზნით გჭირდებათ დასკვნა.

ეტაპი 2

ინფორმაცია და დათვალიერება

ვაგროვებთ შესაბამის ინფორმაციას და ვათანხმებთ მისი მიღების გზას, მათ შორის ადგილზე დათვალიერებას, როდესაც ეს საჭიროა.

ეტაპი 3

ფარგლები, ფასი და ვადა

სამუშაოს დაწყებამდე ვათანხმებთ ფარგლებს, საბოლოო ფასსა და ზუსტ ვადას.

ეტაპი 4

შეფასება და დასკვნა

ვასრულებთ შეფასებას და ხელმოწერილ დასკვნას PDF-ის სახით გიგზავნით.

ფასები

აირჩიეთ მონაცემები, ნახეთ გამოქვეყნებული საწყისი ფასი და მოამზადეთ მოთხოვნა WhatsApp-ისთვის.

მუნიციპალიტეტი

მოთხოვნის შეჯამება

ფასებისა და პირობების ნახვა

ბინა 250 ₾-დან · კერძო სახლი 400 ₾-დან · მიწის ნაკვეთი 200 ₾-დან · მსუბუქი მანქანა 150 ₾-დან · კომერციული ფართი და ოფისი 600–1000 ₾ · საწყობი 500–1000 ₾ · სათბური და ფერმა 550–1000 ₾ · სასტუმრო 1000 ₾-დან · ავტოგასამართი 1500 ₾-დან. დანარჩენი — შეთანხმებით.

  • გამოქვეყნებული საწყისი ფასები დღგ-ს არ მოიცავს.
  • თუ საჭიროა ადგილზე დათვალიერება, ის საბოლოო შეთანხმებულ ფასში აისახება. ამიტომ ფასი შეიძლება აღემატებოდეს გამოქვეყნებულ საწყის ფასს.
  • ხელმოწერილი PDF დასკვნა და შეთანხმებული დავალების ფარგლებში საჭირო შესწორებები ფასში შედის.
  • სამუშაო იწყება 50% წინასწარი გადახდის მიღების შემდეგ. სტანდარტული მომზადების ვადაა 1–3 დღე; კონკრეტულ ვადას სამუშაოს დაწყებამდე ვათანხმებთ.
  • სასწრაფო მომზადების არჩევისას ნაჩვენებ ან შეთანხმებულ ფასს ემატება 40%.
  • ნაჩვენები თანხა არის გამოქვეყნებული საწყისი ფასი ან დიაპაზონი. უძრავი ქონებისთვის ბინადრობის ნებართვის მიზნობრიობის არჩევისას ფასი 600 ლარია; სხვა შემთხვევაში თანხა აქტივის ტიპს ეფუძნება. საბოლოო ფასსა და ზუსტ ვადას მოთხოვნის განხილვის შემდეგ შეგითანხმებთ.
  • საიტი არაფერს ტვირთავს ან ინახავს. საკადასტრო კოდი შეგიძლიათ ზემოთ ველში მიუთითოთ; დოკუმენტები დაამატეთ უშუალოდ WhatsApp-ში მისი გახსნის შემდეგ.