უძრავი ქონების შეფასება

ბინის შეფასება საქართველოში

ვაფასებთ ბინებს საქართველოს მასშტაბით და გაწვდით ხელმოწერილ PDF დასკვნას. საწყისი ფასი 250 ლარია, სტანდარტული ვადა კი 1–3 დღე; ზუსტ პირობებს სამუშაოს დაწყებამდე ვათანხმებთ.

  • ფასი250 ₾-დან
  • სტანდარტული ვადა1–3 დღე; წინასწარ შეთანხმებით
  • მომსახურების არეალიმთელი საქართველო
  • შედეგიხელმოწერილი PDF შეფასების დასკვნა

რას მოიცავს მომსახურება

მომსახურება მოიცავს შეფასების მიზნისა და სამუშაოს მოცულობის შეთანხმებას, ბინის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, შეფასების შესრულებას და ხელმოწერილი PDF დასკვნის მომზადებას.

ბინები ფასდება კლიენტის მიერ მოწოდებული ფოტოებით, მონაცემებითა და დოკუმენტებით. ინსპექტირება ხორციელდება კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე.

რა მიზნით შეიძლება დაგჭირდეთ ბინის შეფასება

  • ბინის ყიდვის ან გაყიდვისას
  • იპოთეკისთვის
  • დაზღვევის მიზნებისთვის
  • საგადასახადო ან სასამართლო საკითხებისთვის
  • ფინანსური ანგარიშგებისთვის

თუ შეფასება ბინადრობის ნებართვისთვის გჭირდებათ, წინასწარ შეგვითანხმეთ დასკვნის მიზანი და საჭირო ფარგლები.

რა ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ

მომსახურების პირობების შესათანხმებლად მოგვაწოდეთ:

  • ბინის საკადასტრო კოდი
  • რემონტის დონის აღწერა
  • შეფასების მიზანი
  • ბინის ფოტოები

როგორ მიმდინარეობს პროცესი

  1. დაგვიკავშირდით

    მოგვწერეთ WhatsApp-ზე ან დაგვირეკეთ.

  2. გაგვიზიარეთ ინფორმაცია

    მოგვაწოდეთ ბინის ძირითადი მონაცემები და შეფასების მიზანი.

  3. შევათანხმოთ სამუშაო

    სამუშაოს დაწყებამდე ვაზუსტებთ ფარგლებს, საჭირო მონაცემებს, საბოლოო ფასსა და კონკრეტულ ვადას; ინსპექტირება ხორციელდება კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე.

  4. მიიღეთ დასკვნა

    შეფასების დასრულების შემდეგ მიიღებთ შეთანხმებული დავალების შესაბამის ხელმოწერილ PDF შეფასების დასკვნას.

დასკვნა, ფასი და ვადა

შეფასების დასკვნა იგზავნება ელექტრონული სახით, PDF ფორმატში. კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია ამობეჭდილი შეფასების დასკვნის გაცემაც. ერთი ბინის შეფასების სტანდარტული ვადა არის მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენ ხანში მივიღებ დასკვნას?

სტანდარტული ვადაა 1–3 დღე. დავალების მოცულობამ, სირთულემ და საჭირო მონაცემებმა შეიძლება ვადაზე იმოქმედოს; კონკრეტულ ვადას სამუშაოს დაწყებამდე ვათანხმებთ.

ყოველთვის საჭიროა ადგილზე დათვალიერება?

არა. ბინები ფასდება კლიენტის მიერ მოწოდებული ფოტოებით. ინსპექტირება ხორციელდება კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე.

რა ფორმით მივიღებ დასკვნას?

სტანდარტულად გაიცემა ელექტორნული სახით PDF ვერსია ან ამობეჭდილი მოთხოვნის საფუძველზე.

მუშაობთ თუ არა თბილისის გარეთ?

დიახ. მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით.

რა ღირს ბინის შეფასება?

ერთ ბინის საწყისი ფასი 250 ლარი. საბოლოო ფასი დამოკიდებულია ბინის რემონტის დონეზე, მის მდებარეობაზე და შეფასების მიზნობრიობაზე

გჭირდებათ ბინის შეფასება?

მოგვწერეთ ბინის მდებარეობა, ფართობი და შეფასების მიზანი, რათა მომსახურების პირობები შეგითანხმოთ.

სამუშაო საათები: 10:00–20:00, ორშ–პარ